ფეხბურთი

11:08 | 16.06.2013 | ნანახია 2605 - ჯერ

კასილასი დელ ბოსკემ გაახარა

მადრიდის “რეალის” მეკარემ, იკერ კასილასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო თვეები მისთვის უმძიმესი იყო მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშე ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და კარში დიეგო ლოპესი ჩააყენა.

“ოთხთვენახევარი არ მითამაშია. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და შანსს ამაოდ ველოდი. როცა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კონფედერაციის თასზე წასაყვან შემადგენლობაში ჩამწერა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ისე გამიხარდა. არ ვიცი, მომიწევს თუ არა მინდორზე გასვლა, მაგრამ ფაქტია, მწვრთნელის ნდობამ უკვე უდიდესი სტიმული მომცა” – განაცხადა იკერ კასილასმა.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:24 | 16.06.2013
Irakli Beselia (56)

მოუსთან კონფლიქტის პონტში თორე რეალის სახეა ეს კაცი თან მაგარი მეკარე...ისე სხვათაშორის ლოპესიც ისეთი დონის ყოფილა ცოდვაა სათადარიგოზე რომ ზის, გადავიდეს სადმე კარგი მეკარე ყოველთვის მოთხოვნადია, ყველა დროში.....

15:39 | 16.06.2013
Madrileño (26972)

გეთანხმები, ლოპესმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ჯობია წავიდეს, გულწრფელად მეცოდება სკამისთვის და სადაც არ უნდა გადავიდეს მისი პირადი გულშემატკივარი ვიქნები

13:05 | 16.06.2013
gogssi (3755)

მიდი კასო დღეს იმედია გათამაშებენ

12:08 | 16.06.2013
gia7777 (121)

ნომერ პირველი მეკარე

12:14 | 16.06.2013
italiafun-juventino (12319)

ნუმერო უნო ჯიჯიიი!!1

12:07 | 16.06.2013
guga_porto (6)

სურათნმა გაასწორა

0.156447