ფეხბურთი

1:37 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას თავურმა “ვიტესი” “ფეინოორდთან” მარცხისგან იხსნა

ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში თავის გამოჩენა მოახერხა არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ. ქართველი ფეხბურთელი როტერდამის “ფეინოორდთან” გასვლითი მატჩის 57-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო, იბარას პასს მოხდენილი თავური დაუხვედრა და სტუმრებს ქულა მოუტანა – 1:1

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, არნემელები კი თამაშს 39-ე წუთიდან მოყოლებული აგებდნენ, როდესაც როტერდამელები პელემ დააწინაურა. “ვიტესის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილი სათადარიგო გახლდათ, გიორგი ჭანტურია კი განაცხადში არ ყოფილა.

არნემელებმა 42 ქულა მოაგროვეს და სანამ ტურის მატჩს “აიაქსიც” ჩაატარებდეს (2 თებერვალს უტრეხტში), პირველ ადგილზე მყოფ ამსტერდამელებს ქულითღა ჩამორჩებიან.

http://www.youtube.com/watch?v=PcrTaXckoNo

0.113551