ფეხბურთი

15:19 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: “ვიტესს” თავდამსხმელი სჭირდება”

გურამ კაშიამ განაცხადა, რომ არნემის “ვიტესს” აუცილებლად სჭირდება ერთი თავდამსხმელი. საქმე ისაა, რომ მიკე ჰავენაარი დაშავებულია.

“როცა ჰავენაარი დაშავდა, ცხადი გახდა, რომ ვინმეს დამატება გახდებოდა საჭირო. იმედი მაქვს, კლუბი ასე მოიქცევა. ჰავენაარის ადგილზე ჭანტურია ათამაშეს, მაგრამ გიორგი ფლანგიდან უფრო ძლიერია”.

“ვიტესი” იანვარში ბუნდესლიგის ორ კლუბს შეხვდება ამხანაგურ მატჩებში: “ჰამბურგსა” და “ვოლფსბურგს”.


0.121325