ფეხბურთი

20:00 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია, შესაძლოა, ამ ზაფხულსვე წავიდეს სხვა კლუბში

 

“მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების, პსვ-სა და “ტვენტეს” ყოფილ ნახევარმცველ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ გურამ კაშიას სხვა კლუბში გადასვლაზე მუშაობა მიმდინარეობს. გახოკიძის თქმით, შესაძლოა, ქართველმა მცველმა ამ ზაფხულსვე შეიცვალოს კლუბი.

გახოკიძემ გეცოდინებათ, საფეხბურთო აგენტია, გიორგი ქინქლაძესთან ერთად მუშაობს და სწორედ მათი მეშვეობით მოხდა თავის დროზე კაშიას “ვიტესში” გადაყვანა.

“კაშიას კიდევ 2 წელი დარჩა კონტრაქტი “ვიტესში”. ჯერჯერობით, მსურველ კლუბებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ვარიანტები არის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე, 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდის მატჩებზე, შვეიცარიაში იქნებიან დასავლეთ ევროპის სხვადასხვა კლუბებიდან წარმომადგენლები, რომლებიც ვასილ მაისურაძის ნაკრების ფეხბურთელებს დააკვირდებიან. ისინი უკვე 19 წლისანი არიან და მათი გადაყვანა იმდენად გართულებული არაა, როგორც 18 წლამდე ასაკის მოთამაშეებისა” – გვითხრა გახოკიძემ.

0.12063