ფეხბურთი

14:53 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა გასულ კვირას “ექსელსიორთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩში მიიღო. მართალია, გუნდის კაპიტანმა თამაში ბოლომდე დაასრულა, მაგრამ მოგვიანებით სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხზე ნეკა თითი მოსტეხვია. წინასწარი პროგნოზით, ის “ვიტესს” რამდენიმე კვირით გამოაკლდება. ამ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა კაშია საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 და 14 ოქტომბერს, სტუმრად შოტლანდიასთან და გიბრალტართან ჩასატარებელ მატჩებშიც ვერ დაეხმაროს.

 

0.117488