ფეხბურთი

19:35 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია იძულებით დაისვენებს

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მომდევნო ტურში “ჰერენვენთან” ვერ ითამაშებს.

29-ე ტურში, “გრონინგენთან” სტუმრად წაგებული მატჩის 42-ე წუთზე ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და “ჰერენვენთან” დაპირისპირებას ამიტომ გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში მას 7 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში კაშიამ 28 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114109