ფეხბურთი

17:04 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია “აიაქსთან” წარმატებას იმედოვნებს

არნემის “ვიტესის” კაპიტანს, გურამ კაშიას, იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევას, მომავალ შაბათს ამსტერდამის “აიაქსთან” სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ შეძლებს.

“ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვაქვს, რომ გავლიდერდეთ. ჩემი აზრით, “აიაქსი” ჯერ კიდევ ჰოლანდიის საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამავე დროს ჩვენც ძალიან კარგად ვთამაშობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იოლი მატჩი არ იქნება. ასეთ შეხვედრებში შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოებს შორის ყოფნას ვიმსახურებთ. ჩვენ შემტევ, აგრესიულ და ძალიან მიმზიდველ თანამედროვე ფეხბურთს ვაჩვენებთ” – იუწყება კაშიას სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა elfvoetbal.nl-ი.

“ვიტესს” 18 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. არნემელები ლიდერ “ტვენტეს” ერთი ქულით ჩამორჩებიან. “აიაქსი” 19 ქულით მე-2 პოზიციაზე და “ტვენტე” გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110309