ფეხბურთი

18:20 | 23.09.2014 | ნანახია 719 - ჯერ

კასერესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

 

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურინელთა ურუგვაელი მცველის, მარტინ კასერესის ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა.

კასერესმა ტრავმა “მილანთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და ის პირველივე ტაიმში შეცვალეს. თავდაპირველი ინფორმაციით, 27 წლის უკანახაზელს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ როგორც ირკვევა, კუნთი მხოლოდ დაჭიმულია.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დრო დასჭირდება კასერესის მკურნალობას.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:00 | 24.09.2014
man united20 (1478)

ვა ბრუნდება, საღოლ

19:20 | 23.09.2014
levani82 (41682)

როგორც Geosports.ge-სთვის გახდა ცნობილი, გიორგი ფოფხაძე კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს. ამპლუით მცველმა განვლილი სეზონი პოლონურ "იაგელონიაში" გაატარა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფოფხაძეს სხვადასხვა კლუბთან ჰქონდა მოლაპარაკება, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერცერთთან მოხერხდა.

უგუნდოდ მყოფი მცველი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებთან ერთად ნაკრებშიც გამოიძახა, მის 18-კაციან განაცხადში შეყვანასაც აპირებდა, თუმცა გიორგი ირლანდიასთან თამაშის წინ შეუძლოდ გახდა.

გიორგი ფოფხაძე "სიონში" იანვრამდე ითამაშებს.

ფეხბურთელმა პროფესიონალური საკლუბო კარიერა 2004 წელს, საფეხბურთო კლუბ "თბილისის" დუბლშემადგენლობაში დაიწყო. 2005 წლის ზამთარში კი პირველ გუნდში გადაიყვანეს. მისი დებიუტი უმაღლეს ლიგაში შედგა ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ.

2006 წლის დასაწყისში მისით საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდა. თავდაპირველად კლუბის დუბლშემადგენლობაში უწევდა თამაში, მაგრამ ბერძნულ კლუბში დიდხანს აღარ გაჩერდა და 2006 წლის ზაფხულში დანიურ "ვიბორგს" მიაშურა. დანიაში მან ერთიმეორეზე უკეთესი სეზონები ჩაატარა, მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა და გულშემატკირვებმა კლუბის საუკეთსეო მოთამაშედაც დაასახელეს.

2011 წელს "ზესტაფონში" ჩაირიცხა, კლუბთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა. შემდეგ გრაცის "შტურმში" გადავიდა სათამაშოდ, სადაც ერთი სეზონი დაჰყო (2011-2012). მომდევნო სეზონი აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაატარა. ბოლოს კი პოლონურ "იაგელონიაში" თამაშობდა. მასთან ერთად გუნდში კიდევ ერთი ქართველი ნიკა ძალამიძე ირიცხებოდა.

ფოფხაძე 2006–2008 წლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2006 წელს შედგა.

19:18 | 23.09.2014
ficxela10 (4839)

ატლეტიკოსთვის მზად უნდა იყო მარტინ, მგელი ხარ მგელიიიიიიიიი

19:18 | 23.09.2014
BEERTRANCE (97819)

კიდე კაი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116352
სარეკლამო ადგილი - 99
X x X