ფეხბურთი

18:22 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასერესის ავარია და გატეხილი თავი

 გამთენიისას, ტურინის “იუვენტუსის” მცველი მარტინ კასერესი ავარიაში მოყვა და თავი გაიტეხა. “ბებერი სინიორას” ოფიციალური საიტის ცნობით, ურუგვაელი საავადმყოფოშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საბედნიეროდ, კასერესი სხვა მოტეხილობებს გადაურჩა, მაგრამ უახლოესი მატჩების გამოტოვება მაინც მოუწევს. როდის დაუბრუნდება მცველი მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი თავად ფეხბურთელს მიუძღვის. კასერესს სურდა, შუქნიშანზე მწვანე შუქისთვის მიესწრო და სიჩქარეს მოუმატა, რის გამოც სხვა ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების ძალამ კასერესის ავტომობილი ჰაერში აისროლა და იქვე მდებარე მეტროსადგურთან დაანარცხა. რომ არა აირბაგები, ურუგვაელი გაცილებით სერიოზულ დაზიანებებს მიიღებდა.

0.113285