ტურინის “იუვენტუსის” ტრავმირებული მცველი მარტინ კასერესი საფეხბურთო მოედანს 15 დღეში დაუბრუნდება. ამის შესახებ Football Italia-ა იუწყება.
ტურინული კლუბის სამედიცინო შტაბის თავდაპირველი ვარაუდით, ურუგვაელს ლაზარეთში 4-5 კვირა უნდა გაეტარებინა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. კასერესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ავტოავარიაში მოყვა და თავი გაიტეხა, რის გამოც კლინიკაში მოუწია დარჩენა.