“პარმას” ვეტერანმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “სამპდორიაში” დაბრუნება სურდა, მაგრამ ქომაგებსა და კლუბის ხელმძღვანელობას გული ვერ დასწყვიტა.
“სამპდორიაში” გადასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ “პარმაში” ისე მექცევიან, როგორც ნამდვილ გმირს. აქ თავს გამორჩეულ ადამიანად ვგრძნობ და ასე მარტივად ვერ წავალ”, - განუცხადა იტალიელმა ადგილობრივ პრესას.
მოგვიანებით, “პარმას” თავდამსხმელმა იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის – ჩეზარე პრანდელის მისამართით გააკეთა მოკლე კომენტარი: “ყოველი შემთხვევისთვის, გახსოვდეთ კასანოს სახელი”.