ფეხბურთი

21:16 | 16.03.2014 | ნანახია 1195 - ჯერ

კასანოს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში უნდა

“პარმას” თავდამსხმელი ანტონიო კასანო იმედს გამოთქვამს, რომ ის იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის ყურადღებას მიიქცევს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

სერია A-ს 28-ე ტურში, “მილანის” კარში 2 გოლის გატანის შემდეგ, კასანომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “გუნდი სწორი მიმართულებით მოძრაობს. უკვე 16 მატჩია ვერავინ გვიგებს და მიმაჩნია, რომ უეკთ თამაშიც შეგვიძლია.

ვფიცავ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მინდა, რადგან ამ ტურნირზე არასდროს მითამაშია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მწვრთნელს რთული გადაწყვეტილების მიღება ვაიძულო. არ ვიცი, რა შანსები მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Sky Sports-ი.

კასანოს, რომელსაც ნაკრებში ევრო 2012-ის შემდეგ არ უთამაშია, ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 35 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:48 | 17.03.2014
arturi-baierni (24493)

ქურდობა აღარ უნდა ამას

00:40 | 17.03.2014
kiknadze... (941)

წელს ვეღარ გაქაჩავს ესპანეთი ნახავთ..ანტონიო იმსახურებს ძაან კლასნია თან დადინჯებულია აღარ ძველბიჭობს..DDDD

23:41 | 16.03.2014
kapitani barsamgido (370)

ღმერთმა დაიფაროს ტრამვისგან ინიესტა ეგ უნდა დამეცერა.

23:40 | 16.03.2014
kapitani barsamgido (370)

ისე ინიესტას თამაშს რომ უხურებ ხველანაირი იმედი მეცურება იმისა რომ არგენტინა მოიგჰებს მსოფლიოს,მგონი მესი ისევ დარჩება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე,ცელს ესპანეთის გაჩერება დზალიან დზნელი იქნება,ინიესტა ისეთ რაღაცეებს აკეთებს მოედანზე პირდაღებული ვრჩები ხოლმე,ინიესტას ნაიერები მართლა იშვიათატ იბადებიან,მე პირადად ზიდანის გვერდში ვახენებ ინიესტას უკვე, და ცელს თუ მსოფლიო მოიგო მე მგონი ზიდანს გადაუჯოკრავს კიდევაც. აი უბრალოდ რა ქონდა ზიდანს ის რაც ინიესტას არ აქვს,ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ ინიესტა უკვე ზიდანზე ცინ დგას,საცოდაობაა ინესტას ოქროს ბურთი რომ არ აქვს,ცელს დიდი ალბათობით მსოფლიოზე ტრიუმფის შემტხვევაში ინიესტას მიცემენ ოქროს ბურთს. არ ვიცი ვინ გააჩერებს ესპანეთს ცელს,ხველა რგოლში მინიმუმ 2 ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები ხავს თან დიეგო კოშტა,ამას დაუმატეთ დელ ბოსკე და მორჩა ლაპარაკი.ადრე ბრაზილიას ხავდა ხოლმე ვისაც ახსოვს მსოფლიოზე მეორე გუნდი არანაკლები იხო ხოლმე პირველზე,ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ეხლა ესპანეთის ნაკრებში. ნახევარდაცვა ხავს ზღაპარი რასაც ქვია, დაცვა უდზლიერესი,თავდასხმა დზლიერი. ღმერთმა დაიფაროს და ინიესტა თუ ასეთ ფორმაში შეხვდა მსოფლიოს ტაკოში ვავა ექნება ხველა ნაკრებს.

22:02 | 16.03.2014
სავაშა__ (6590)

"ვფიცავ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მინდა" კიდევ კარგი დაიფიცა თორემ, რა დაუჯერებდა ამას.

21:56 | 16.03.2014
italiafun-juventino (12319)

უნდა წაიყვანოს აუცილებლად ოსვალდოს დედაც,მაგის წაყვანას ჯობია კასანო წავიდეს თავის გასაკეთებელს გააკეთებს

21:46 | 16.03.2014
JUVE 1 (1514)

კასანო ყველა იტალიელ თავდამსმხლს ჯობია, ხან ერთი წაიფაფხურებს ხან მეორე მარა კასანოს დონის საბოლოო ჯამში არცერთი არაა, როსის რო არ მიეღო ტრამვა ის იქნებოდა ღირსეული თავდამსხმელი ნაკრებისთვის

21:34 | 16.03.2014
ss18 (1696)

ტექნიკური თავდამსხმელია მე მგონი ღირსია

21:25 | 16.03.2014
poti1 (1540)

იმსახურებს 100 პროცენტით, უნდა წაიყვანოს, ევროპაზე ასეთ ფორმაში არ იყო და ძირითადი ანდო პრანდლეიმ გაამართლა, ეხლაც უნდა ენდოს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060225