Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ანტონიო კასანოს აგენტი მონტე-კარლოში იმყოფებოდა და “მონაკოს” ხელმძღვანელობასთან ისადილა.
არცთუ კარგი სეზონის შემდეგ, როგორც მოთამაშისთვის, ასევე მისი კლუბისთვის, ცხადი გახდა, რომ ანტონიო კასანო უახლოეს პერიოდში კლუბს დატოვებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ 30 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი “მონაკომ” და არაბეთის გაერთიანებული ემირატების რამდენიმე კლუბმა გამოთქვა. როგორც ჩანს, კასანო ევროპის დატოვებას ჯერ არ აპირებს და სწორედ ამიტომ, საკუთარი აგენტი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული კლუბის წარმომადგენლებთან მიავლინა.
მიმდინარე სეზონში კასანომ სერია A-ს 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. ამ კვირაში მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც სამ ადგილზე ჰქონდა მოტეხილი.
Tegebi: -
ანტონიო კასანო - “მონაკო”
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი რეალურთან მიახლოებული ინფორმაცია მონაკოზე. მომინდომეს აქ ფალკაო და მესი-რონალდო
მეც მევასებოდი ერთ დროს
ყველი სეზონის დაწყებამდე გუნდს იცვლის,ესეც არ მოქმედებს ფეხბურთელზე კარგად.
ყოველი
კასანო უდიდესი ტალანტია რომელმაც თავისი შესაძლებლობის ნახევარიც ვერ გამოავლინა/ პირადი და სხვა მიზეზების გამო .. გულის პრობლემა რომ არა უკეთესად ითამაშებდა გასულ სეზონებში ...
მოკვდა ამის ფეხბურთი
ფალკაო ტევესიო და ეხლა ეხლა კასანოზე გადაერთვნენ
მევასება ეს ნაბოძარი რა...ეს ტოტი რას უბერავდნენ რომაშიი ძაან გიჟი დუეტი იყოო...
ნეიმარზე არაფერი ისმის? დღევანდელ სერიაში რა ხდება
DD
კვირას არ არის ეგ სერიალი
თავისი ხასიათის გამოა რო ვერაფერს მიაღწია თორე იმაზე ბევრად მეტი შეეძლო და ეხლაც შეუძლია ვიდრე აკეთებს
მაგრამ ძაან მაგარი იყო რა! მაგარ ფორმაში იყო გულზე რომ დაერხა! მაგრამ ამის რომადან წასვლა იყო უდიდესი შეცდომა!!
ეს იბრაგიმოვიჩს აჯობებს
)