დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ანტონიო კასანოს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. Cronoca Milano-ს ცნობით, ამის მიზეზი ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩონის შორის კონფლიქტია.
“კასანოსთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებთ. ანტონიოს ბედი სტრამაჩონისთან კონფლიქტმა გადაწყვიტა. იტალიელს ურიგო სეზონი არ ჰქონია, მაგრამ... მიუხედავად ყველაფრისა, მის დაბალ ფასად გაყიდვას არ ვგეგმავთ”, - განაცხადა “ინტერის” გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ.
ცნობისათვის, კასანოს მილანელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.