ფეხბურთი

14:31 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასანო დონადონისა და თანაგუნდელებს წაეჩხუბა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ანტონიო კასანო “ძველ საქმიანობას დაუბრუნდა” და კვლავ დაიწყო გასახდელში სიტუაციის გაფუჭება.

წყარო ირწმუნება, რომ ხუთშაბათის ვარჯიშზე 32 წლის ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდა რამდენიმე თანაგუნდელთან. ანტონიო მდგომარეობიდან გამოვიდა და შეურაცხყოფა არა მხოლოდ პარტნიორებს, არამედ “პარმას” მთავარ მწვრთნელ რობერტო დონადონის და გენერალურ დირექტორ პიეტრო ლეონარდისაც მიაყენა.

ამან, შესაძლოა, მისი გუნდიდან წასვლა გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ კასანოს კონფლიქტები პრაქტიკულად ყველა იმ კლუბში ჰქონდა, რომელშიც კარიერის განმავლობაში უთამაშია. ასე იყო “რომაში”, “რეალში”, “სამპდორიაში”, “მილანში” და “ინტერში”.

კასანოს მცველად ჯონათან ბიაბიანი დაუდგა, რომელმაც საკუთარ “თვითერზე” დაწერა: “კასანო არცერთ თანაგუნდელს არ წაჩხუბებია”.

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107644