მილანის “ინტერის” თავკაც ანდრეა სტრამაჩონისთან კონფლიქტისთვის, თავდამსხმელი ანტონიო კასანო 40 ათასი ევროთი დაჯარიმდა. ამის შესახებ აპენინური პრესა იუწყება.
მოგეხსენებათ, სტრამაჩონისა და კასანოს შორის შეხლა-შემოხლა გასულ კვირაში მოხდა, რის გამოც, ფორვარდი “კატანიასთან” იტალიის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.
სადღეისოდ, კასანო უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თავისი საქციელის გამო, იტალიელმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მოსალოდნელია, რომ სტრამაჩონი ურჩ შეგირდს ლონდონის “ტოტენჰემთან” ევროპის ლიგის მატჩისთვის 18-კაციან განაცხადში შეიყვანს.