მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველის, დანიელ კარვახალის “ლევანტესთან” მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ფეხბურთელის განცხადებით, ის რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.
“მინდა გულშემაკივრები დავამშვიდო. 2 დღეში მწყობრში ვიქნები.” – აცხადებს კარვახალი.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” კიდევ ერთი მარჯვენა მცველი ალვარო არბელოა ტრავმირებულია და ის 23 მარტს გასამართ “კლასიკოში” ვერ ითამაშებს. კარვახალის გამოკლება კარლო ანჩელოტის გუნდისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა.
დანიელ კარვახალი, რომელიც “რეალის” სკოლის აღზრდილია, “ლევერკუზენიდან” მშობლიურ კლუბში გასულ ზაფხულში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში, მან 30 თამაში ჩაატარა.