ფრანგული “მონაკოს” პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რიკარდუ კარვალიო “რეალში” მოთამაშე ორ თანამემამულეზე, ფაბიუ კოენტრაუსა და კრიშტუანუ რონალდუზე საუბრობს.
“დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუ კონტრაქტს განაახლებს. ყველა ფეხბურთელი, რომელიც “რეალს” დატოვებს, ამ გადაწყვეტილებას ინანებს. რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის “რეალში” დარჩება.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კოენტრაუს “რეალის” დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ჩემის აზრით, მადრიდული გუნდი მისთვის საუკეთესო ადგილია. ბოლო სეზონში, ის რეგულარულად და კარგად თამაშობდა. ვფიქრობ, მისი ადგილი სწორედ “რეალია”. – ციტირებს კარვალიოს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ კარვალიო, ბოლო 3 წლის განმავლობაში, “რეალში” თამაშობდა.