სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა, მძიმე ფორვარდმა ქიენ კარტერმა (30.04.88, 204 სმ, 90 კგ), საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან თბილისის ,,დინამოსთან” ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს” ,,დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, კარტერი დინამოში პირველად 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონში გამოჩნდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მართალია, ქიენმა 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი საბერძნეთის ეროვნულ ჩემპიონატში დაიწყო, თუმცა, პირველი წრის დასრულების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა და სეზონი ,,დინამოში” დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეროტურნირებზეც უნდა გავიდნენ, მარტო საკუთარ წვენში ხარჩვით არაფერ გამოვა.
ეგ ადრე იყო როცა ჩვენთან ნბაში ნათამაშები კალათბურთელები ჩამოდიოდნენ ეხლა კაი ხანი აღარ იქნებიან მიზეზი კარგად იცით
მშვენიერია...
ისე არც კალათბურთის ჩემპიონატი გვაქვს საოცრება, მაგრამ ფეხბურთისას ბევრად ჯობია...
ბოლოს და ბოლოს ნბას 2 მოთამაშეს აქვს ნათამაშები ჩვენთან როგორც ვიცი ))
3, გეინსი,რიჩარდსონი და დიასი
სტიემსმასაც
კარგიააა !