მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა გამოცემა “სოვეტსკი სპორტთან” საუბარში განმარტა, თუ რატომ გაანათხოვრეს ჯანო ანანიძე “როსტოვში”.
“ის ამ სეზონშიც “სპარტაკში” რაღაცას ითამაშებდა. თუმცა, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სასურველია, რომ ჯანო მოედანზე ყოველ თამაშში გავიდეს. თან, არა 15-20, არამედ, 90 წუთით. რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი”, – განაცხადა კარპინმა.
“როსტოვი” ავსტრიული შეკრებიდან პარასკევს დაბრუნდა. გუნდი ვარჯიშს შაბათს განაახლებს და ანანიძეც როსტოველებთან ერთად იქნება. ქართველი შემტევი ნახევარმცველი “როსტოვში” 2013-2014 წლების სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული, მაგრამ თუ “სპარტაკი” მოისურვებს, ფეხბურთელს ზამთრის შესვენებისას დაიბრუნებს.