კალათბურთი

11:20 | 19.05.2013 | ნანახია 592 - ჯერ

კარმელო ენტონის 39 ქულა და სერიაში მარცხი "ინდიანასთან"

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის რიგით მეექვსე მატჩი, რომელშიც "ინდიანამ" საკუთარ არენაზე "ნიუ იორკს" უმასპინძლა და ბრწყინვალე გუნდური თამაშის წყალობით 106:99 იმარჯვა. "პეისერზმა" სერია 4:2 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზურიც გაიფორმა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, "ინდიანას" დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი ჯორჯ ჰილი (ტვინის შერყევა), რომელსაც მედიკოსებმა ბოლო მომენტში მისცეს თამაშის უფლება. სწორედ მისი და პოლ ჯორჯის ზუსტი სამქულიანებით დაწინაურდნენ შეხვედრის სტარტზე მასპინძლები, თუმცა "ნიქსის" რიგებში თავგამოდებით იბრძოდა რეგულარული სეზონის ბომბარდირი კარმელო ენტონი, მან საწყის 12 წუთში მეტოქეს 12 ქულა უთავაზა და პირადად მისი დამსახურებაა, რომ სტუმრებმა დიდი სხვაობით არ წააგეს პირველი მეოთხედი - 27:29.

მეორე პერიოდი ოგუსტინის ზუსტი შორეული ტყორცნით გაიხსნა, თუმცა ჯერ კოუპლენდმა უპასუხა ანალოგიურით, შემდეგ სმიტმა გამოიყენა ზუსტად ორი საჯარიმო და ანგარიშიც გათანაბრდა - 32:32.

"პეისერსის" სამწვრთნელო შტაბმა იგრძნო რა საშიშროება, იმწამსვე პარკეტზე დააბრუნა როი ჰიბერტი, რომელიც მთელი სერიის განმავლობაში ერთ ერთი საუკეთესო გახლდათ. მან ამჯერადაც ყველანაირი პრობლემების გარეშე დაჯაბნა პირად დუელში ტაისონ ჩენდლერი და კენიონ მარტინი. "ნიუ იორკის" მაღლები ცდილობდნენ ორმაგი მეურვეობა დაეწესებინათ როიზე, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე დავიდ ვესტი რჩებოდა თავისუფალი, რომელიც საშუალო დისტანციებიდან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისროდა (50%). ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "ინდიანა" ისევ დაეუფლა სათამაშო უპირატესობას და ანგარიშში 10-ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდა წინ - 52:42.

მესამე მეოთხედში მაიკ ვუდსონის შეგირდებმა ნამდვილი სპექტაკლი დადგეს. კარმელო ენტონიმ ზედიზედ 9 ქულის დაგროვება შესძლო, რის შემდეგაც აიმან შამპერტმა აიწყვიტა. მან ერთ წუთში თითქმის დაუჯერებელი შეძლო და 3 სამქულიანი უთავაზა მეტოქეს, ჯეი არმაც ერთი ზუსტი შორეული ტყორცნაც მიაყოლა და ანგარიში გათანაბრდა - 81:81.

უკანასკნელი პერიოდი ნერვების თამაშად იქცა. ვერცერთი გუნდი ვეღარ ახერხებდა მნიშვნელოვანი უპირატესობით წინ გასვლას. "მელო" კი თავის მხრივ განაგრძობდა საკუთარი გუნდის ლიდერობას და ქულების დაგროვებას.

მატჩის გარდამტეხი მომენტი საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მოხდა, როდესაც როი ჰიბერტმა "არანორმალური" დაფარება შემოგვთავაზა ენტონიზე და დროულად გამოაფხიზლა საკუთარი გუნდი. ამჯერად უკვე ლენს სტივენსონის "დრო დადგა", რომელმაც "აიწყვიტა" და პირადად მოუწყო მცირე გაქცევა მეტოქეს, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტიც გამოდგა. 106:99 - "ინდიანამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა სერიაში (4:2) და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მოქმედ ჩემპიონ "მაიმის" დაუპირისპირდება.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტივენსონი გახდა, რომელმაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, ჩაუგდო რა მეტოქეს 25 ქულა. ძალიან სასარგებლო გახლდათ როი ჰიბერტი, მის ანგარიშზე ამჯერადაც ორმაგი დუბლი გახლდათ - 21 ქულა, 12 მოხსნა. სტუმართა რიგებში კი ყველაზე გამორჩეული კარმელო ენტონი იყო 39 ქულით, აიმან შამპერტმა პერიმეტრიდან ექვსჯერ გაისროლა და ხუთმა მათგანმა მიზანს უწია.

დღევანდელ მატჩში "ინდიანას" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა შეძლო მინიმუმ 12 ან მეტი ქულის დაგროვება.

მიმდინარე სეზონში "ნიუ იორკმა" Life fieldhouse arena-ზე 5 სტუმრობიდან ყველა წააგო.

"ინდიანამ" აშკარად დაჩაგრა მეტოქე მოხსნებში - 43:36.

"ნიუ იორკის" მეორე ხუთეულმა კონფერენციის ნახევარფინალური სერიის განმავლობაში გაანადგურა "პეისერსის" სათადარიგოთა სკამიდან შემოსული კალათბურთელები - 187:89, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა წარმატებისთვის.

დასრულებულ სერიაში ყველაზე შედეგიანი კარმელო ენტონი გახლდათ 171 ქულით, ხოლო "ინდიანას" რიგებიდან პოლ ჯორჯი - 117.

კვლავ უქულოდ დაასრულა შეხვედრა ვეტერანმა ჯეისონ კიდმა, რომლის მშრალი სერიაც 21 აპრილიდან გრძელდება.

 

ინდიანა - ნიუ იორკი 106:99 (29:27, 26:20, 26:34, 25:18)

ინდიანა: ჰილი (12), სტივენსონი (25+10მ), ჰიბერტი (21+12მ), ვესტი (17), ჯორჯი (23); ტ.ჰენსბრო, ოგუსტინი (3), იანგი (5), მაინმი

ნიუ იორკი: ფელტონი (2), პრიჟიონი (6), ჩენდლერი (2), ენტონი (39), შამპერტი (19); სმიტი (15+10მ), მარტინი (5), კიდი, კოუპლენდი (9), სტადემაირი (2)

 

ინდიანამ მოიგო სერია 4:2


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 20.05.2013
delpiero10 (539)

რა სტივენსონი ტო ,ჰიბერტი იყო საუკეთესო ,რა ბურთებს ხსნიდა შეტევაში და დაცვაში ხო საერთოდ ,ჩენდლერს არაფერი აკეთებინა . იყო იქ მომენტი შამპერტმა რო 3 სამიანი ჩააგდო და იქვე სმიტმაც რო მიაყოლა მეოთხე ,აი ეგ ტემპი რო შეენარჩუნებინათ უეჭველი 3-3 ზე გავიდოდნენ მედისონში ,მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა , ნუ მელოზე რა უნდა ვთქვათ ,საუკეთესოა )) მე ვერ მივუხვდი ვუდსონს ნოვაკი რო არ გააკარა ვაფშე პარკეტს და კოპელანდიც უფრო მეტად უნდა დაეტვირთა ,მისდის ამ ბიჭს სროლა და აგრესიულ კალათბურთსაც თამაშობს , კიდი კიდევ გაასვენეთ და მიაყოლეთ 36 წლის რუკი პრიჩიონი ზედ !!! ნუ ფინალი მაინც მაგარი საყურებელი იქნება ,ვნახოთ ნაქები პეისერსის დაცვა როგორ გაუძლებს ჰიტს ) 4-2 ჩემი პროგნოზი

21:34 | 19.05.2013
ukleba (17336)

ეეეჰ მელო მელო

18:11 | 19.05.2013
tazo_kosta (704)

მელო არიის ლიგის ყველაზე გაპაპსავებული კალათბურთელი.უყურეთ თამაშს და მიხვდებით.ეგეთ კალათბურთელებს მე პირადად პატივს არ ვცემ. ჯეიარს ხო საერთოდ რა უნდა.მაგაზე რომ თამაშს ააწყობ იქ მოგეხაზება.დალშე ჩენდლერი ჰყავთ და ისე იყენებენ თითქოს არც იყოს პარკეტზე.ჰიბერტი რომ ბევრად ძლიერია ვიდრე ხალხს ჰგონია გამოჩნდა.ალბათ გაზოლთან ერთად ლიგის საუკეთესო ცენტრია

18:08 | 19.05.2013
rivaldo1010 (482)

როდის ვიძახდი წელს მემფისი მაგრად გაქაჩავსთქო ვიგაცეებმა კი დამცინეს მაგრამ არ გამიკვირდება ბეჭედიც რო აიღონ

01:41 | 20.05.2013
delpiero10 (539)

პოპოვიჩი როარა დაგეთანხმებოდი )

15:34 | 19.05.2013
Gio Tutarashvili (55)

გული დამწყდა კარმელოზე,მაგრამ ინდიანა უფრო გაუწევს წინააღმდეგობას ჰიტს,ვიდრე იორკელები.საბოლოოდ მაინც დაძაბული გამოდგა მატჩები,გული მწყდება დურანტულა,ვესტბრუკზე..დანარჩენს კი კონფერენციის ფინალები გვანახებს !! ფინალში ჰიტი-სპურსს ველოდები.

14:05 | 19.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

კარმელო შემეცოდა (

13:57 | 19.05.2013
avtoia (97)

fenomeno9 წელს არავინ რო არ დამტვრეულიყო მაიმის წინ ვერავინ დაუდგებოდა, კობიც იყო და ვესტბრუკიც რო ლეიკერს და ოკლაჰომას გადახია რეგულარულში ბურთი და სან ანტონიოს გასვლა მოუგო ლიდერების გარეშე. ასე რომ არ ცდები წელს მაიამი ჩემპიონია

13:18 | 19.05.2013
bbbbbb (2031)

"არმელო ენტონი, მან საწყის 12 წუთში მეტოქეს 12 ქულა უთავაზა"

ავტორ უთავაზა რა დასაწერია თუ წერ დაწერე ჩაუგდო თუ არადა დაწერე პირდაპირ "12 ქულა შესთხარა" შუალედურ ფრაზებს რომ აწვები

13:06 | 19.05.2013
chikovansky91 (2776)

ვაი ვაი ვაი ))))))))))))))
კალათბურთის საიტზე მელოს ფანი გაიჩითა))) სიმწრისგან იხსენებდა რეგულარულში მაიამი გავაფარჩა კეთო DD
მელოსნაირი კალათბურთელი თავის საუკეთესო წლებში ბეჩედს ვერ მოიგებს ))))
ჯეიარსმიტი რა კალათბურთელიცაა გამოჩნდა))))
ბევრად უკეთესი იგროკია ჯამალა
ეს მეორე წლიანი სტივენსონი რო მოგიგებს თამაშს, რა პრეტენზიები უნდა გქონდეს)))
მაიამიმ 1 ლი ხელი რო წააგოს ინდიანასთან არ გამიკვირდება ))))
სულ აგებს 1 ელ ხელს ყველასთAნ

12:58 | 19.05.2013
fenomeno9 (3203)

კაროჩე ამ მაიმის ისე დაულაგდა კარტები, რომ დიდი ოფლისღვრის გარეშე ხდება ჩემპიონი! გამოვლენ მერე და დაიწყებენ ჭეშმარიტ ლებრონზე და მის სიადიადეზე ქადაგებას Bლიად ყველა და ყველაფერი ჰიტის სასარგებლოდ დაჯდა. დაიმტვრნენ ყველა გრანდის ლიდერი მოთამაშეები: კობი, რონდო, როუზი, ვესტბრუკი, ამარე. ესენი ტრავმასაც არ ღებულობენ ამათი პატრონი მოვ..ყან მე. იმედი მქონდა ფარჩაკ აღმოსავლეთში ნიქსი მაინც გაუწევდა წინააღმდეგობას მაიმის, მაგრამ ამათმაც ჩაიჯ..ვეს თავის მელოსთან ერთად. ეს ინდიანა კარგი გუნდია კია სტაბილური ხუთეულითა და უმძიმესი დაცვით, მაგრამ ჰიტთან ვერაფერს გააწყობენ. ღმერთამ ქნას ვცდებოდე, მაგრამ...

12:30 | 19.05.2013
rivaldo1010 (482)

ეგააა იმენა უხასიათო კუანა გუნდი როა ეგრე რო ამოექაჩა 81-81 სხვა ნებისმიერი გუნდი გაააპობდა ამათ კიდე რა ქნეს სვეტსკები :0) მელო მეცოდება წამო ლეიკერსში

12:22 | 19.05.2013
chilo (723)

ჰიბერტი მაგარია რა მიუფარა მელოს

12:11 | 19.05.2013
Draxler (25)

ლენს სტივენსონი შარშანდელიდან მომწონს და მგონი დროა ჯორჯმა მესამე ნომრად გადაიწიოს და სტივენსონი ჩაჯდეს ძირითადში, ჰილი - სტივენსონი- ჯორჯი - ვესტი - ჰიბერტი მაგარია

0.187882