კალათბურთი

19:48 | 14.02.2013 | ნანახია 341 - ჯერ

კარმელო ენტონიმ შესაძლოა ყველა ვარსკვლავთა მატჩი გამოტოვოს

 

"ნიუ იორკის" ფორვარდმა და უდავო ლიდერმა კარმელო ენტონიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა მან გამოტოვოს 17 თებერვალს ჰიუსტონში გასამართი ყველა ვარსკვლავთა მატჩი, მიზეზი კი მარჯვენა ხელის მცირე ტრავმაა - იტყობინება  The SportsXchange.

"მელომ" დაზიანება "ტორონტოსთან" დაპირისპირებისას (88:92) მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება. შეგახსენებთ, რომ ენტონი ყველა ვარსკვლავთა მატჩში აღმოსავლეთის ნაკრებში ძირითად ხუთეულში გახლავთ არჩეული.

გიორგი ბარბაქაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:55 | 14.02.2013
THUG_LIFE (6436)

17-Shia tu 18-shi vegar gavige

20:34 | 14.02.2013
cesare (843)

არაფერი არ ჭირს სადაც მატჩი ბოლომდე დაამთავრა ,რაღაც მცირე იქნება ,თორემ არ გარისკავდნენ თამაშში ჩართვას ბოლომდე

20:21 | 14.02.2013
kobe bryant24 (4850)

ara ra melos gareshe texavs magrad

0.117951