კალათბურთი

17:32 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო ენტონი და ნიკოლა პეკოვიჩი კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და "მინესოტას" ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი ნბა-ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ, - იტყობინება nba.com.

"ნიქსმა" გასულ კვირაში 4 მატჩიდან ყველა მოიგო, ენტონი კი, თავის მხრივ, საშუალოდ 41,8 ქულას აგროვებდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ ლიგაში. ნიკოლა პეკოვიჩმა "თიმბერვულვზს” 4 შეხვედრიდან 3 მოაგებინა, ჩერნოგორიელის მონაგარი კი 25 ქულა და 8,5 მოხსნა იყო.

კვირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე ასევე წარდგენილები იყვნენ: დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), კარლოს ბუზერი ("ჩიკაგო"), კორი ბრიუერი ("დენვერი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), მაიკ კონლი ("მემფისი"), კევინ დურანტი და რასელ ვესტბრუკი (ორივე - "ოკლაჰომა").

0.115356