კალათბურთი

13:12 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო ენტონი – “ჩიკაგო” ან “ბრუკლინი”

“ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერი კარმელო ენტონი სეზონთშორის პერიოდში ახალი კლუბის მოძიებას აპირებს და თუკი, მის ამბიციებს გავითვალისწინებთ, ეს ან “ჩიკაგო ბულსი” ანაც “ბრუკლინ ნეთსი” იქნება.

Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, ენტონის იმედი აქვს, რომ აღნიშნული გუნდები მას კონტრაქტს ივლისში შესთავაზებენ, რაც ნბა-ში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება.

ამას გარდა, კარმელო პარასკევს “ნიუ იორკის” ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეხვდა და მისი მომავალი განიხილა, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ “ნიქსის” პრეზიდენტი ფილ ჯეკსონი ახლო მომავალი კონკურენტურიანი გუნდის შექმნას მოახერხებს.

კარმელოს არც ფილის ამასწინდელი განცხადება მოეწონა, სადაც იგი ფორვარდს სახელფასო ფონდში თანხების გამონთავისუფლებისთვის, ანაზღაურების გარკვეულ ნაწილზე უარის თქმას ურჩევდა.

0.114834