ჭადრაკი

15:10 | 22.08.2013 | ნანახია 1485 - ჯერ

კარლსენმა ჩენაი შეათვალიერა

ინდოეთის ქალაქი ჩენაი 7-28 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ვიში ანანდი (ინდოეთი) და მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინიგ-სიის ლიდერი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) დაუპირისპირდებიან.

ამ დღეებში კარლსენი ჩენაის ეწვია და სათამაშო-საცხოვრებელი პირობები შეამოწმა. ნორვეგიელ მოჭადრაკეს თან მამა და მენეჯერი ახლდნენ და როგორც ირკვევა, ჩენაიში არსებული სიტუაციით ისინი კმაყოფილნი დარჩნენ.

ცნობისთვის, მომავალი მატჩის საპრიზო ფონდი 3 მილიონი დოლარია. რეგლამენტის თანახმად, მონაწილეებს ეკრძალებათ ყაიმზე შეთანხმება 30 სვლამდე და ავადმყოფობის  შემთხვევაში შეუძლიათ ორდღიანი  ტაიმ-აუტის აღება. ბოლო პუნქტი რეგლამენტში კარლსენის მოთხოვნით შეიტანეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:15 | 31.08.2013
vaxo56 (12)

3 000 000 კაი ფულია

0.134241