ჭადრაკი

20:45 | 20.11.2013 | ნანახია 1194 - ჯერ

კარლსენი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ინდოელი ვიში ანანდი (2775) და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2870) უპირისპირდებიან.

მატჩში უკვე 8 ტური მიილია და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნორვეგიელი მიზანთან გაცილებით ახლოს არის. კარლსენმა მე-5 და მე-6 პარტიებში გამარჯვება იზეიმა, დანარჩენი კი ყაიმით დაასრულა და 5:3-ს იგებს.

მომავალი პარტიები 21, 22, 24 და 26 ნოემბერს შედგება და იოლი გამოსათვლელია, რომ მაგნუსს ჩემპიონობისთვის ქულანახევრის აღებაღა სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი 28 ნოემბერსაა დანიშნული, დროის კონტროლი კი ასეთია: 120 წთ. პირველ 40 სვლაზე+60 წთ. 20 სვლაზე+15 წთ. პარტიის ბოლომდე+30 წამი, დროის დამატება 61-სვლიდან.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი ოფიციალურად დასახელებული არ არის, თუმცა, ცნობილია რომ  გამარჯვებული საერთო თანხის 60%-ს მიიღებს, ხოლო დამარცხებული შესაბამისად – 40%-ს. ძირითადი მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, თანხა 55%-45%-ზე განაწილდება მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:25 | 21.11.2013
gudu1985 (523)

გოგონებმა რა დააშავეს ვინც მედლები დაიმსახურეს თავიანთ დაფებზე

11:52 | 21.11.2013
diko (156)

ალბათ სასწაული აგარ იქნება.მაგარია კარლსენი.ცვენ კაცებსაც ვულოცავ ევროპას.

09:04 | 21.11.2013
BEERTRANCE (97819)

რაღაც სასწაული უნდა ქნას ინდოელმა რომ შემოატრიალოს ბრძოლა.

21:58 | 20.11.2013
costa (939)

რა მაგარი გამოდგა კარლსენი

0.147139