ჩოგბურთი

20:11 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოვიჩმა აგასის მიღწევა გაიმეორა

 

ხორვატმა ივო კარლოვიჩმა კოლუმბიის დედაქალაქის ბოგოტას ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან 6:7, 6:3, 6:7 წააგო. კარლოვიჩმა ლეგენდარული ამერიკელის ანდრე აგასის მიღწევა გაიმეორა. 35 წლის ასაკში ბალკანელი ზედიზედ 2 ტურნირის ფინალში გავიდა, რითაც 2005 წელს აგასის შედეგი აჩვენა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას კარლოვიჩმა ნიუპორტის შეჯიბრების ფინალიც ითამაშა და კიდევ ერთ ვეტერან, ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა.

0.113561