ფეხბურთი

17:53 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოსს გამოსამშვიდობებელი მატჩის იმედი ჯერ კიდევ აქვს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ერთ-ერთი სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მწუხარება გამოთქვა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზება ვერაფრით მოახერხა.

“ნაკრების მაისური 17 წელი მეცვა. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ სასარგებლოც ვიყავი. კარგი იქნებოდა, ერთი გამოსამშვიდობებელი თამაშიც ჩამეტარებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს აქამდე ვერაფრით მოხერხდა. იმედია, ფეხბურთის კონფედერაცია ამ საკითხზეც იფიქრებს” – განაცხადა რობერტო კარლოსმა და იქვე დასძინა, რომ ის პირველი არაა, ვინც გამოსამშვიდობებელი თამაშის გარეშე დაასრულა ნაკრების სახელით გამოსვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122483