მახაჩყალის “ანჟის” ყოფილი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი დაღესტნურ კლუბში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტემპებით, გუნდი ორ წელიწადში დაიშლება.
მიმდინარე სეზონის წინ, სულეიმან ქერიმოვმა განაცხადა, რომ მისი კლუბი პრიორიტეტებს იცვლის და ვარსკვლავების შეძენის ნაცვლად, აქცენტს ახალგაზრდული აკადემიის განვითარებაზე აკეთებს. ამას გუნდის ლიდერების გაყიდვა მოჰყვა.
“ადრე ვამბობდი, რომ თუ გუნდიდან გუს ჰიდინკი და მე წავიდოდით, სისტემა დაინგრეოდა. თუმცა, არ მეგონა, ეს თუ ასე მალე მოხდებოდა. “ანჟიში” რომ დავრჩენილიყავი, ეს არ მოხდებოდა. გუნდს გამოცდილება არ ეყო. ასეთი ტემპით, გნუდი უახლოეს ორ წელიწადში დაიშლება.” – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Sport Express-ი.