ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შაბათს გამართული მატჩები ძალზე უხვგოლიანი გამოდგა. ყველაზე ცოტა – 4 გოლი „კამპ ნოუზე“ გავიდა, სადაც „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა. ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე კატალონიელებმა მეტოქის დამარცხება იოლად შეძლეს.
მე–20 წუთზე, კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ანდრეს ინიესტამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, კიდევ ორი ათეული წუთის შემდეგ კი, პენალტის ნიშნულიდან სესკ ფაბრეგასმა იხეირა და „ბარსელონა“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა.
მე–2 ტაიმში, ნეიმარს პასი ალექსის სანჩესმა დაუფასა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, პედრო როდრიგესმა ფაბრეგასის გადაცემით იხეირა და საბოლოო ანგარიში – 4:0 დააფიქსირა.
იოლი გასეირნება ჰქონდა „რეალს“ – მადრიდელები „ალმერიას“ ესტუმრნენ და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდნენ. კრიშტიანუ რონალდუს გოლით, „სამეფო კლუბი“ მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საკითხავი ის იყო, რამდენს გაიტანდნენ მადრიდელები...
ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ტაბლოზე ასახული ანგარიში პირველსავე ტაიმში ვერ შეცვალეს და ამის გაკეთება 62–ე წუთზე მოახერხეს – კარიმ ბენზემამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაჰკრა და მასპინძლები საბოლოოდ გატეხა.
ათიოდ წუთში, გარეტ ბეილმა მცველის შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა 3 ბურთამდე გაზარდა. დაახლოებით იმ პოზიციიდან იხეირა ისკომაც, საიდანაც ბენზემამ შეძლო მასპინძელთა დამწუხრება – 0:4. საბოლოო ანგარიში ახალგაზრდა ფორვარდმა ალვარო მორატამ დააფიქსირა და „სამეფო კლუბმაც“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მიკროტრავმა მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მოედანი მე–2 ტაიმში დატოვა. ექიმთა პროგნოზით, დაზიანება სერიოზული არაა და პორტუგალიელი თავის გუნდს უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „სოსიედადის“ ფორვარდის – კარლოს ველას თამაში, რომელმაც ვიგოს „სელტასთან“ გაიბრწყინა და პოკერის წყალობით, სან სებასტიანელებს თითქმის გადაწურული იმედი გაუმართლა. მექსიკელმა თავისი გუნდი საწყის წუთებში დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა მიყოლებით 3 გოლი გაიტანეს და ერთი შეხედვით, დამაჯერებელი უპირატესობაც მოიპოვეს. ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა პირველ გოლს კიდევ 3 ბურთი დაუმატა და 4:3 დააფიქსირა.
დიდი ანგარიშით იმარჯვა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც „ხეტაფეს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანა. გამოსარჩევია დიეგო კოსტას გოლი – მადრიდელთა ფორვარდმა ეფექტური „მაკრატელა“ შეასრულა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტი აჩუქა.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 72000
ბარსელონა – გრანადა 4:0 (2:0)
ბარსელონა: პინტო, მონტოია, პიკე, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი (სონგი 74), ფაბრეგასი, ინიესტა, სანჩესი (სერხი რობერტო 75), ნეიმარი (ტრაორე 83), პედრო.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გრანადა: რობერტო, ნიომი, დიაკატე, მურილიო, ფულკიე, იტურა, რესიო, რიკო, ბრაიმი (ბუონანოტე 79), პიტი (იგალო 77), ელ–არაბი (რიკი 72).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 ინიესტა (20პ.), 2:0 ფაბრეგასი (40პ.), 3:0 სანჩესი (71), 4:0 პედრო (90)
გაფრთხილება: ნეიმარი (28), ბუსკეტსი (43) – დიაკატე (19), იტურა (25), ელ–არაბი (26)
კარში დარტყმა: 13 (8) – 10 (3) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 3 – 4
სან სებასტიანი. „ანოეტა“. 25000
სოსიედადი – სელტა 4:3 (1:2)
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი (აგირეჩე 67), დე ლა ბელია, მარტინესი, სალდუა (როსი 80), კასტრო, პრიეტო, სურუტუსა (პარდო 38), ბერგარა, გრიზმანი, ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, ფერნანდესი, ლოპესი (მადინდა 79), რაფინია, ნოლიტო (კოსტასი 70), შარლესი (მინა 72).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 1:0 ველა (6), 1:1 რაფინია (23), 1:2 ლოპესი (28), 1:3 რაფინია (57), 2:3 ველა (61), 3:3 ველა 78), 4:3 ველა (81)
გაფრთხილება: ჩაბი პრიეტო (69), ბერგარა (70) – კაბრალი (24), ფონტასი (31), იოელი (69)
გაძევება: ფონტასი (65)
კარში დარტყმა: 23 (12) – 10 (5) ჯარიმა: 11 - 24 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 8
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 13607
ალმერია – რეალი 0:5 (0:1)
ალმერია: ესტებანი, ნელსონი, დუბარბიერი, ტორსილიერი, პელერანო (ტებარი 66), ტრუხილიო, ვერსა (სორიანო 59), აზიზი, ვიდალი (დიასი 72), სუსო, როდრი.
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, არბელოა, კარვახალი, ალონსო, ბეილი, ილიარამენდი (კასემირო 73), ისკო, რონალდუ (ხესე 54), ბენზემა (მორატა 62).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 რონალდუ (3), 0:2 ბენზემა (61), 0:3 ბეილი (72), 0:4 ისკო (75), 0:5 მორატა (81)
გაფრთხილება: ესტებანი (74) – არბელოა (56), რამოსი (68)
კარში დარტყმა: 12 (4) – 35 (15) ჯარიმა: 15 - 7 კუთხური: 1 - 6 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 10 – 4
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 48000
ატლეტიკო – ხეტაფე 7:0 (2:0)
ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, ალდერვეირელდი, მირანდა, ლუისი, ტიაგუ, გაბი (ოლივერი 71), თურანი, კოკე (ადრიანი 65), გარსია (კოსტა 62), ვილია.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ხეტაფე: მოია, ვალერა, რუანო, ლოპო, ლაგო, მიჩელი (მოსკერა 60), ბორხა (აროიო 46), ლეონი, ლაფიტა, კასტრო, კოლუნგა (მარიკა 69).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 გარსია (26), 2:0 ლოპო (36ს.კ), 3: ვილია (49), 4:0 გარსია (52), 5:0 კოსტა (69), 6:0 ვილია (78), 7:0 ადრიანი (90)
გაფრთხილება: გარსია (14), თურანი (35) – ბორხა (18), მიჩელი (20), ვალერა (33)
გაძევება: ვალერა (42)
კარში დარტყმა: 24 (13) – 2 (1) ჯარიმა: 9 - 12 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 1 – 6