ფეხბურთი

14:51 | 12.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “კოენტრაუ ფიქრობს, ხედირა და დი მარია რჩებიან”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, საკუთარი გუნდის ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ხმებზე გააკეთა კომენტარი.

“სამეფო კლუბი” ახალ სეზონს 18 აგვისტოს, “ბეტისთან” საშინაო მატჩით იწყებს, მანამდე კი, იტალიელმა სპეციალისტმა Football Espana-ს განუცხადა:

“კოენტრაუ საკუთარ მომავალზე ფიქრობს. მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. მოცემულ მომენტში, ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული და ეს ძალიან კარგია. ხედირა რჩება და ანხელ დი მარიასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს პრობლემა - მათ გუნდში დარჩენა სურთ”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:42 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბენზემას გვერდზე ან რონალდოს

06:41 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

შეთავაზება არ ქონია თორემ საუდის არაბეთი დახატავდა ამას

0.064703