25 წლის ესპანელი მარჯვენა ნახევარმცველი კარლეს კოტო უკრაინულ "ვორსკლაში" ვარჯიშობს. როგორც იცით, კოტომ ორი სეზონი გაატარა თბილისის "დინამოში", ამ ზაფხულს კონტრაქტი დაუმთავრდა და ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა. კოტოს ტრავმებმაც ხელი შეუშალა, რათა პოტენციალი სრულად გამოევლინა.
კოტომ "ვორსკლას" ორმხრივ მატჩში გოლი გაიტანა და გუნდს სლოვენიაში მიჰყვება. ალბათ, სწორედ სლოვენიური შეკრების შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა ესპანელი უკრაინულ კლუბში.
"ვორსკლამ" უკრაინული პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა.