ჩოგბურთი

10:32 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლა სუარეს-ნავარო - მეექვსე და სამართალი

25 წლის ესპანელი კარლა სუარეს-ნავარო მეექვსედ გავიდა WTA-ს ტურნირების ფინალში და პირველად მოახერხა გადამწყვეტი მატჩის მოგება. ეს მან პორტუგალიის ოეირაშის შეჯიბრებაზე მოახერხა. კარლამ ოეირაშის საჩოგბურთო ასპარეზობის ფინალში 2012 და 2013 წლებში ითამაშა, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებელი გამოუვიდა. ამჯერად კი კარლამ რუს სვეტლანა კუზნეცოვას 6:4, 3:6, 6:4 მოუგო. პორტუგალიაში ტიტულის მოპოვებამ სუარეს-ნავაროს 34677 ევრო და 280 სარეიტინგო ქულა შემატა.

“მეტად მოხარული ვარ, კარიერის პირველ ტიტულს რომ დავეუფლე. ფინალი რთული გამოვიდა. გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია არ დამიკარგავს და სანუკვარ მიზანსაც მივაღწიე. ძალიან მიყვარს ოეირაში ტურნირი, დაჯილდოების ცერემონიალი კი განსაკუთრებული იყო”, - განაცხადა კარლამ შეჯიბრების ჩემპიონისთვის განკუთვნილი პრიზის გადაცემის შემდეგ.

ოეირაშის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირს რაც შეეხება, დღეს ფინალში ერთმანეთს პირველ ნომრად განთესილი ჩეხი ტომაშ ბერდიხი და არგენტინელი კარლოს ბერლოკი შეხვდებიან. ნახევარფინალში ბერდიხმა რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს 6:2, 6:2 სძლია, ბერლოკმა კი ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერს 7:6, 6:2 მოუგო. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179636