ფეხბურთი

13:57 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარდოსო კარიერას "ტრაბზონში" გააგრძელებს

 

პარაგვაის ეროვნული ნაკრების  და აწ უკვე ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი ოსკარ კარდოსო, მომდევნო სეზონს "ტრაბზონის" მაისურით დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული და პორტუგალიური კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს.

"ტრაბზონი" ლისაბონურ გრანდს 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5.6 მილიონ ევროს გადაუხდის. არაოფიციალური ინფორმაციით, პარაგვაელი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ოსკარ კარდოსომ "ბენფიკის" გულშემატკივრებს და კლუბის ყველა წევრს, პორტუგალიაში ყოფნის დროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარაგვაელი თავდამსხმელი ლისაბონურ კლუბში 2007 წლიდან ასპარეზობდა. "ბენფიკას" მაისურით კარდოსომ 287 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 165 გოლი და 36 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.117922