ლისაბონის “ბენფიკას” პარაგვაელი თავდამსხმელი ოსკარ კარდოსო ადასტურებს, რომ ის უახლოეს მომავალში პორტუგალიური კლუბის დატოვებას აპირებს.
“ბენფიკაში” ჩემი დრო დასასრულს მიუახლოვდა. ადგილობრივ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.” – ციტირებს კარდოსოს სიტყვებს A Bola.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კარდოსო თურქულ “ფენერბაჰჩეში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ოსკარ კარდოსო “ბენფიკაში” 2007 წლიდან თამაშობს. პორტუგალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 260 თამაშში მან 161 გოლი გაიტანა.