პრემიერლიგის ბინადარ “კარდიფის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, შესაძლოა, ნორვეგიელმა ოლე გუნარ სულშერმა დაიკავოს, რომელიც ამჟამად “მიოლდეს” თავკაცი გახლავთ. როგორც ცნობილი ხდება, მან უელსური კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა.
შეგახსენებთ, რომ კარდიფელები თავკაცის გარეშე მას შემდეგ დარჩნენ, რაც 41 წლის სპეციალისტი მალკი მაკაი გაანთავისუფლეს. ამ უკანასკნელს პრემიერლიგის გასულ ტურში “საუთჰემპტონთან” საშინაო მარცხი (0:3) არ ეპატია.
ცნობისთვის, მაკაი “კარდიფში” 2011 წლიდან მუშაობდა და გასულ სეზონში გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა, მიმდინარე სეზონში კი, თავი ვერაფრით გამოიჩინა. 19 ტურის შემდეგ, “კარდიფს” 17 ქულა აქვს და პრემიერლიგის 20 გუნდში მე-16 ადგილი უკავია.
ამჟამად, უელსურ კლუბს დროებით სათავეში დევიდ კერსლეიკი და ჯო მაკბრაიდი ჩაუდგნენ, სულშერზე კი იმას დავძენთ, რომ მან “მიოლდე” 2011