სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:29 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარასკო "საბურთალოში" მუშაობას შეუდგა

ესპანელი მწვრთნელი ანდრეს კარასკო თბილისში ჩამოვიდა და "საბურთალოში" მუშაობას შეუდგა. კარასკო ამ საფეხბურთო სკოლის კურატორი იქნება ყველა ასაკში.

ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" 1997-1998 წლებში დაბადებულებს უკვე ავარჯიშებს. ეს ის გუნდია, რომელიც ჭაბუკთა ლიგაში ითამაშებს. ხოლო 1996 წელს დაბადებულები, როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში გამოვლენ.

გეცოდინებათ, კარასკო თბილისის "დინამოს" აკადემიის ხელმძღვანელადაც მუშაობდა, საიდანაც ესპანურ "მალაგაში" დაბრუნდა. ის ამ გაზაფხულს უკვე იყო ჩამოსული "საბურთალოში", ვარჯიშები და სემინარები ჩაატარა, ამჯერად კი უკვე კონტრაქტით მუშაობს თბილისის საფეხბურთო სკოლაში.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11583