საბერძნეთის ნაკრების ვეტერანმა გიორგიოს კარაგუნისმა “ფულემთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა. ივნისის ბოლოს ლონდონელთა ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კარაგუნისთან ერთად უახლოეს ხანში კლუბს კრის ბეირდი, მლადენ პეტრიჩი, საიმონ დევისი და მარკ შვარცერი დატოვებდნენ, მაგრამ ოთხშაბათს განცხადდა, რომ 36 წლის ბერძენი გუნდში კიდევ ერთ წელიწადს დარჩება. გასულ სეზონში კარაგუნისმა პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.