საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან გამოძახებულ შემადგენლობაში ცვლილება მოახდინა: “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ეტიენ კაპუ “ლიონის” მაქსიმ გონალონსმა შეცვალა. ანუ, ერთ საყრდენს მეორე ჩაენაცვლა.
გარდა ამისა, დაშავებულია და თბილისში ვერ ჩამოვა “ლიონის” ახალგაზრდა გამთამაშებელი კლემან გრენიე. გრენიეს არც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში უთამაშია.
შეხსენებისთვის, ფრანგებთან მატჩი “დინამო არენაზე” 22:15 საათზე დაიწყება.