რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ თავისი ამჟამინდელი სამუშაოთი უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ინგლისში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
“ინგლისის პრემიერლიგა უნიკალური ტურნირია. ინგლისური კლუბებისგან შემოთავაზებებს სიამოვნებით მივიღებ. მე და ჩემს მეუღლეს ინგლისი მოგვწონს. იქ, ჩვენ კარგად ვცხოვრობდით.
გარდა ამისა, მომბეზრდა ის, რომ რუსეთში, სტადიონები სანახევროდ ივსება. მიყვარს, როდესაც ტრიბუნები სავსეა, როგორც ინლისში. პრობლემა არც პრესასთან მექნება, რადგან მსგავს ზეწოლას იტალიასა და ესპანეთში მივეჩვიე. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.
რუსეთში მუშაობა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც მეტოქის თამაშს ვარჩევთ, ჩემი სიტყვების თარგმნის დროს, თარჯიმანს ემოციების სწორად გადაცემა არ შეუძლია.” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ 2008-2012 წლებში, კაპელო ინგლისის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.