ფეხბურთი

17:57 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “კასანომ არ იცის, რა არის პატივისცემა”

რუსეთის ეროვნული ნაკრების იტალიელი დამრიგებელი ფაბიო კაპელო მის ყოფილ შეგირდზე, ანტონიო კასანოზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელმა არ იცის, რა არის პატივისცემა.

გასულ კვირაში, კასანოს “ინტერის” მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა სტრამაჩონისთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც, იტალიელმა შემტევმა, “კატანიასთან” არ ითამაშა, მოგვიანებით კი, ის 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

“კასანო, მთლიანობაში, კარგი ადამიანია. ის ძალიან გულუხვი და ნიჭიერია. ანტონიოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ მან არ იცის, რა არის პატივისცემა.

კასანომ უნდა გაიგოს, რომ ზოგჯერ, სხვა ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა შევეგუოთ. თავისი ხასიათის გამო, შესაძლოა, ის თანაგუნდელების თვალში დაეცეს.” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Goal-ი.

0.116028