ფეხბურთი

19:17 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო იტალიის ნაკრების ჩაბარებას არ აპირებს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის იტალიის ნაკრებს არ ჩაიბარებს, რადგან რუსეთის ეროვნულ გუნდში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს გასამართი მუნდიალის შემდეგ, ჩეზარე პრანდელი “სკუადრა აძურას” მთავარი მწრთნელის პოსტს დატოვებს. მის შესაძლო შემცვლელთა შორის ფაბიო კაპელოსაც ასახელებენ.

“ჩავიბარებ თუ არა იტალიის ეროვნულ ნაკრებს? ეს ვარიანტი უკვე განვიხილეთ, მაგრამ უარი განვაცხადე, რადგან 2018 წლამდე რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული.” – აცხადებს ფაბიო კაპელო, რომელიც კომენტარს მარიო ბალოტელის ხასიათზეც აკეთებს – “არც კი ვიცი, დაჭკვიანდება თუ არა ბალოტელი ოდესმე. ამის დიდი იმედი არ მაქვს.”

0.120853