ფეხბურთი

16:16 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო ბრაზილიას ეწვია

რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც რამდენიმე სამსახურეობრივ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ რუსული გამოცემები იუწყებიან.

კაპელოს თან ჩაჰყვნენ რუსეთის ეროვნული ნაკრების მედიადეპარტამენტის უსაფრთხოების წარმომადგენლები და გუნდის მთავარი ექიმი. რუსული დელეგაცია იმ ბაზასაც ეწვევა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ნაკრები იცხოვრებს და საწვრთნელ პროცესებს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი 12 ივნისს დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060704