21 წლის შემტევმა თორნიკე კაპანაძემ "ზესტაფონთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, რომ კაპანაძე ახლოს იყო გია გეგუჩაძის გუნდში გადასვლასთან, ამჯერად კი საკითხი გადაწყდ – "ზესტაფონის" საიტის ინფორმაციით. თორნიკე უკვე ვარჯიშობს გუნდში.
კაპანაძემ მიმდინარე სეზონში, "ტორპედოს" მაისურით 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და აქედან ერთი "ზესტაფონის" კარში. 2012/2013 წლების სეზონში კი, როცა "სამგურალში" გამოდიოდა, პირველ ლიგაში 27 ბურთი მიითვალა.
ფოტო - www.fczestafoni.ge