ფეხბურთი

12:45 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანუტე ფეხბურთიდან მიდის

ჩინური “ბეინცზინ გოანის” ვეტერანი ფორვარდი ფრედერიკ კანუტე საფეხბურთო კარიერას წლის ბოლოს დაასრულებს. “რადიო სევილიას” ცნობით, 36 წლის მალელს ჩინელებთან კონტრაქტი ეწურება და სხვა კლუბში გადასვლას არ გეგმავს.

კანუტე “ბეინცზინ გოანის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. აფრიკელმა აზიური კლუბის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ კანუტეს “ლიონში”, “ვესტ ჰემში”, “ტოტენჰემსა” და “სევილიაშიც” უთამაშია..

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177121