უკრაინაში "დნიპრომ" კვლავ მოიგო, ამჯერად 2:0 სძლია "ჩერნომორეცს" და მეორე ადგილზე დარჩა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა: ისევე, როგორც ამ სეზონის სხვა მატჩებში, დიდი სამუშაო გასწია. რაც შეეხება სანდრო კობახიძეს, ის განაცხადში ვერ მოხვდა.
ხორვატიაში "რიეკა"-"ჰაიდუკი" 1:1 დასრულდა. გიორგი ილურიძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ნახევრის დასაწყისში, ქართველი ნახევარმცველის წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტის დადება შეიძლებოდა, თუმცა მსაჯმა ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ერთხელ კი, "რიეკას" მეკარემ აიღო გიორგის მიერ შორიდან სახიფათოდ დარტყმული. "ჰაიდუკი" ლიდერია 23 ქულით, თუმცა ამდენივე აქვს კიდევ 3 გუნდს და მათ შორის, ზაგრების "დინამოსაც", რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.
პოლონეთში "ლეგიამ" "შლიონსკს" შინ 2:1 მოუგო. ლადო დვალიშვილმა მატჩს ტრიბუნიდან უყურა – ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მწვრთნელმა დაასვენა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ავტორ, შენ ახლა აი ასე უნდა იმღერო:
"მე ვარ მეზღაპრე კეთილი,
ამ ფერდობზე გამოცდილი..."
ზღაპრები
ესენიც რა უსუსური მთავრობაა პერუსი განა ჭკუით მიხედავენ რათა თავისი კადრები შეაპარონ და ისე მართონ ფედერაცია როგორც საქართველოში ხდება ხოლმე არ გვანან სააკაშვილს ან კალაძეს მარიონეტები ვერ ნახებს კობიაშვილის ნაირები პერუში
მაშინ საქართველო გაუშვან ...რატომ არა? ესეთი შანსი არ მოგვეცემა ალბათ მინიმუმ 50 წელი
))))
ხო კაი იქნება და თან ჯგუფში სან-მარინო, გიბრალტარი და ზიმბაბე ჩაგვისვან..
:
რა 1982 წლიდან?მე რატომგაც მახსოვს პერუ მუნდიალზე 98 ან 2002!!არა???შეგიზლიატ ვინმემ გადაამოწმოთ?
სულ ოთხჯერ გასულან მსოფლიოზე და ბოლოს 1982-ში მოახერხეს ეს.
ან იტალიისადმი სიყვარულით გაჟღენთილი ჟურნალისტების მორიგი ჭორია...
მოკლედ, იტალიას ყველგან აკვეხებენ...
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა არ ერევა თავისი ქვეყნის საფეხბურთო კანტორის საქმიანობაში და მათი ნაკრებიც ყოველთვის მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებზე. ვითომ პერუელები ჩაიდენენ ასეთ სისულელეს ?



ეს იმდენად უაზრო ინფოა, რომ "ასავალ-დასავალიც" კი არ დაბეჭდავდა
იტალიის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი ვერ წარმომოიდგენია, მარა პერუს მაგივრად რას ნიშნავს? რატომ მაინცადამაინც იტალია..? იქნებ აშშ ან ირლანდია, ანაც იგივე ზელანდია რომელმაც პლი-ოფში წააგო იმავე პერუსთან. ასე მოხვა მაგალითად დანია ევროპაზე, იუგოსლავიის ნაცვლად თუ კარგად მახსოვ. მოკლედ ერთ ჯგუფში იყვნენ და ნაცვლად იმ ნაკრებისა დაუშვეს. იტალია რა შუაშია ოკეანემ და სამხრეთ ამერიკამ თუ გაითამაშEს ერთი ადგილი მსოფლიოზე??
რა სისულელეს წერთ, ესეც რომ მოხდეს ახალ ზელანდიას ეკუთვნის პერუს ადგილი. და რატომ იტალიას და არა ირლანდიას, საბერძნეთს, ჩრდილო ირლანდიას ან თუნდაც ჰონდურასს?!