ფეხბურთი

16:32 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა ირჯება, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

“დნიპრო” კლუჟში “პანდურიის” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

“დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ხუანდე რამოსმა, რუმინეთში გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, სანდრო კობახიძე არ წაიყვანა. უჩა ლობჟანიძე კი, როგორც ცნობილია, გუნდის განაცხადიდან გამოიყვანეს და ჯერჯერობით უგუნდოდაა.

 “პანდურიი” – “დნიპროს” დაპირისპირება კლუჟში იმიტომ გაიმართა, რომ “პანდურიის” საშინაო მოედანი უეფას მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.


0.115021