ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე იცავენ, ამხანაგურ მატჩში მოსკოვის ცსკა 1:0 დაამარცხა.
კანკავამ მოსკოველებთან 90 წუთი ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლობჟანიძე შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა, ხოლო კობახიძე “დნიპროს” რიგებში არ გამოჩენილა.
სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება ლუგანსკის “ზორია”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის. მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ლუგანსკელებმა მაკედონიის “ჰორიზონტს” 3:1 მოუგეს. ლიპარტია თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.
მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომელიც ასევე თურქეთშია, სპარინგში უზბეკეთის “ბუნედკორს” 4:1 სძლია. მარიუპოლელებში წარმოშობით ქართველმა და უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძემ მეორე ტაიმი ჩაატარა.
ესპანურ შეკრებაზე ბოლო სპარინგი გამართა მახაჩყალის "ანჟიმ", რომელიც ბულგარულ "ლუბიმეცს" დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა. მახაჩყალელთა რიგებში გია გრიგალავამ მეორე ტაიმი ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გია გრიგალავა
უჩა აბა შენ იცი შენი იმედი მააქ
))
კანკავაზე დაიწერა ლივერპულს აინტერესებსო
ნეტა მართლა მაგრამ ამისწინ კანაპლიანკაც გადაყავდათ ლივერპულში მარა ტყული აღმოჩნდა
სად?
კაია, წარმატებები ბიჭებო. კანკავას იმედი მაქ მე პირადად, ვფიქრობ ამ ზაფხულს სადმე უნდა ამოყოს თავი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. რიჟას რაც შეეხება ნელ-ნელა ეგეც უნდა დააყანოს ეხა ასნავნოიში გაუმართლებს ეგ ბიჭი.