უკრაინის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა. ეს საიტ www.ua-football.com-ის მომხმარებელთა გამოკითხვით. "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც კიევის "დინამოსთან" მატჩში გმირობა ჩაიდინა და კიეველი ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა, მართლაც მშვენიერ სეზონს ატარებს.
მეორე-მესამე ადგილებზე ასევე "დნიპროს" ფეხბურთელები გავიდნენ: ევგენი კონოპლიანკა და მატეუსი.
ამავე საიტზე ექსპერტების გამოკითხვაც შედგა და თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, კანკავამ მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო "დნიპროს”' მცველ არტიომ ფედეცკისთან ერთად. პირველზე მატეუსი დაასახელეს, მეორეზე – კონოპლიანკა. მოკლედ, "დნიპროს" სრული მონოპოლია ჰქონდა მარტში.