ფეხბურთი

13:22 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, სადაც ჯაბა კანკავა გამოდის, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ერთი კვირის წინ, საშინაო მატჩის ფრედ (0:0) დასრულების მერე, “დნიპრომ” დანიაში ადგილობრივ “კოპენჰაგენთან” 0:2 წააგო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს. პირველი შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. დანიელებიდან პირველი გოლი 36-ე წუთზე ანდრეას კორნელიუსმა გაიტანა, ხოლო მეორედ დნეპროპეტროვსკელთა კარი 52-ე წუთზე ბაშქიმ კადრიიმ აიღო.

პოლონეთის “ლეგია”, რომელშიც ლადო დვალიშვილი ირიცხება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად პლეი ოფში ითამაშებს. სახლში გლაზგოს “სელტიკის” 4:1 დამარცხების მერე, ვარშაველებმა სტუმრად 2:0 გაიმარჯვეს. დვალიშვილი, რომლის გუნდიდან წავსლა გადაწყვეტილია, 18-კაციან შემადგენლობაში არც ამჯერად იყო. “ლეგიიდან” ანგარიში 36-ე წუთზე ჟურომ გახსნა, 61-ეზე კი, თავი კუხარჩიკმა გამოიჩინა.

მოლდოვის “შერიფი”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. მოლდოველოებმა სლოვაკურ ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად 1:2 წააგეს, ხოლო სახლში ნულოვანი ფრე ითამაშეს და ახლა მთელი ყურადღების გადატანა ევროპის ლიგის პლეი ოფზე მოუწევთ.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-3 ტურში, “ჰალეშერი” თავის მოედანზე კიოლნის “ფორტუნასთან” 0:2 დამარცხდა. აკაკი გოგიამ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ჰალეშერს” 3 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთექვსმეტეა.

0.117521